რუსეთი-უკრაინა

პუტინი: უკრაინა ლენინმა შექმნა, როდესაც საბჭოთა კავშირს აყალიბებდა

ჩვენი ქმედებები დამოკიდებული იქნება არა მოლაპარაკებების შედეგზე, არამედ რუსეთის უსაფრთხოების უპირობო უზრუნველყოფაზე, დღეს და ისტორიულ პერსპექტივაში. ამ მხრივ გასაგებად გამოვხატეთ, რომ NATO-ს მომავალი გაფართოება აღმოსავლეთისკენ მიუღებელია.

რაა გაუგებარი? ჩვენ შეერთებული შტატების საზღვრებთან რაკეტებს ვანთავსებთ? არა. ეს არის აშშ, რომელიც ჩვენი სახლის ზღურბლამდე მოვიდა თავისი რაკეტებით. როგორ მოიქცეოდნენ ამერიკელები აშშ-კანადის, ან მექსიკა-აშშ-ს საზღვარზე რაკეტები რომ განგვეთავსებინა. რა, მექსიკასა და აშშ-ს ტერიტორიული საკითხები არ ჰქონიათ? ვის ეკუთვნოდა კალიფორნია? ტეხასი? დაგავიწყდათ? კარგი, ყველაფერი მიწყნარდა, ამის შესახებ აღარავინ აღარაფერს იხსენებს, ისე როგორც ყირიმზე იხსენებენ, მშვენიერია. მაგრამ ჩვენ ვცდილობთ არ გავიხსენოთ თუ როგორ შეიქმნა უკრაინა. ვინ შექმნა ის? ლენინმა, ვლადიმირ ილიჩმა,როცა საბჭოთა კავშირს ქმნიდა. კავშირის 1922 წლის შეთანხმებითა და 1924 წლის კონსტიტუციით, მართალია მისი სიკვდილის შემდეგ, მაგრამ მისი პრინციპებით შეიქმნა.

უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა SkyNews-ის ჟურნალისტის მიერ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას, უკრაინაზე თავდასხმასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ 1918 წლის 22 იანვარს დამოუკიდებლობა გამოაცხადა უკრაინის სახალხო რესპუბლიკამ. 1918 წლის 1-ელ ნოემბერს კი დამოუკიდებლობა გამოაცხადა დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკამ, რომელიც შემდეგში უკრაინის სახალხო რესპუბლიკას შეუერთდა. 

კომენტარები