NDI-ის კვლევა

NDI: უმრავლესობა ფიქრობს, რომ არც ოცნება და არც ოპოზიცია მათი ინტერესებით არ მოქმედებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ არც მმართველი პარტია და არც ოპოზიცია მთი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. მათივე აზრით, ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არავინ მოქმედებს. 

მოსახლეობის 51% ფიქრობს, რომ პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ, 31% ფიქრობს, რომ მოქმედებენ, 15%-მა არ იცის, 1% კი პასუხის გაცემაზე უარს ამბობს. 

აზრს, რომ მმართველი პარტია, ქართული ოცნება ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, 51% არ ეთანხმება, 36% ეთანხმება, 11%-მა არ იცის, 2% პასუხის გაცემაზე უარს ამბობს. 

NDI-ის კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით დარეკვის პრინციპით შეირჩნენ - ჯამში, ჩაიწერა 2 099 დასრულებული ინტევიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია, ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება. ინტერვიუები ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ დარუსულ ენებზე ჩატარდა. 

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. 

კომენტარები