NDI-ის კვლევა

NDI: ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 83% უჭერს მხარს, NATO-ში – 77%

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მოსახლეობის 83% პასუხობს, რომ მისაღებია, 8% – მიუღებელია, 8% - არ იცის.

კვლევაში აღნიშნულია, რომ მოქალაქეები პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად თანმხდებიან, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანია.

კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს NATO-ში წვრი, მოსახლოების 77% პასუხობს, რომ მისაღებია, 11% - მიუღებელი, არ იცის -  12%.

პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად მოქალაქეები თანმხდებიან, რომ NATO-ში გაწევრიანება მნიშვნელოვანია.

NDI-ის კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით დარეკვის პრინციპით შეირჩნენ - ჯამში, ჩაიწერა 2 099 დასრულებული ინტევიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია, ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება.

კომენტარები