NDI-ის კვლევა

NDI-ის კვლევა: მოსახლეობის 43% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

benjielayug.com

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

NDI-ის კვლევით, კითხვაზე, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმაზე, თუ საერთო ჯამში როგორი მიმარტულებით ვითარდება ქვეყანა, მოსახლეობის 43% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 21% ამბობს, რომ – "საქართველო საერთოდ არ იცვლება", ხოლო 27%-ისთვის ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით დარეკვის პრინციპით შეირჩნენ – ჯამში, ჩაიწერა 2 099 დასრულებული ინტევიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია, ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება. 

კომენტარები