მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია

საქართველოს ექსპეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, სააკაშვილმა ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია. 

მისი თქმით, თუ სააკაშვილის მოთხოვნები იანვრის განმავლობაში არ დაკმაყოფილდება, ექსპრეზიდენტის პროტესტის უკიდურესს ფორმას მიმართავს.

"უკიდურეს ფორმას შეიძლება მოიცავდეს მათ შორის შიმშილობა, მაგრამ სხვა ფორმებით გამოხატვაც შეიძლება. მისი აზრით, ამ სიტუაციაში ეს პირობა არის უფრო მისაღები და ეფექტური მიზნით მისაღწევად. მე არ მახსოვს არცერთი დარღვეული ულტიმატუმი ან დაპირება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც გაურბიან ობიექტური სასამართლოს ჩატარებას".- ამბობს ადვოკატი. 

თუთბერიძის თქმით, ექპრეზიდენტის ადვოკატებს კვლავ არ ეძლევათ კომფიდენციალურობის დაცვით შეხვედრის და საუბრის საშუალება. თუთბერიძე დახმარებას ადვოკატთა ასოციაციას სთხოვს. 

მიხეილ სააკაშვილი ასევე ითხოვს რომ მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფი და ემპათიის წარმომადგენლებიც შევიდნენ. 


29 დეკემბერს, ღამით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანესქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, პენიტენციურ სამსახურს კი საკითხზე დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია. უწყების მიერ მანამდე გამოქვეყნებული განცხადებით, ექიმებმა სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გაწერის გადაწყვეტილება ექიმებმა მიიღეს.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები სააკაშვილის გადაყვანას 27 დეკემბერსაც ცდილობდნენ -  სააკაშვილმა დაწერა, რომ მას შემდეგ, რაც არ დაემორჩილა, მისი გადაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა.

28 დეკემბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ სამინისტროს ვალდებულებაა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწერილი პატიმარი პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნოს.

კომენტარები