მიხეილ სააკაშვილი

ბრეგაძე სააკაშვილის გაწერაზე: ფორმა 100 მე არ გამომიწერია, ამას წერს ჰოსპიტალი

სხვანაირად ვერ გამოიწერება ხოლმე ფორმა 100. მე არ გამომიწერია, ამას წერს სამედიცინო პერსონალი და ჰოსპიტალი. მე როგორ უნდა გიპასუხოთ იქ კონკრეტულად ვინ იცოდა ჰოსპიტალში.

ნახეთ ჩვენთვის რა არის მთავარი, მას შემდეგ, როცა პაციენტი არის გაწერილი საავადმყოფოდან და ის არის ბრალდებული ან მსჯავრდებული, შესახლებულია სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში. ამ შემთხვევაში ბუნებრივია ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ იგი დაბრუნებული იყოს იქ, საიდანაც გაყვანილი იყო ჰოსპიტალში. ეს არის კანონი, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა აღსრულდეს.

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე კითხვაზე, თუ ვინ მიიღო მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გაწერის გადაწყვეტილება. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ექიმებმა სააკაშვილის გორის ჰოსპიტალიდან გაწერის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება, თუმცა ის თანამშრომლებს არ დაემორჩილა, რის გამოც მისი გადაყვანა დროებით გადავადდა.

კომენტარები