პოლიტიკური კრიზისი

წულუკიანი შერიგებაზე: პროცესს დავაკვირდები, რთულად წარმომიდგენია, შედეგი რა შეიძლება იყოს

მე ვფიქრობ, რომ შერიგების იდეა, თავისთავად, კეთილშობილური ინიციატივაა, თუმცა მე ვირჩევ, რომ დავაკვირდე ჯერ პროცესს, იმიტომ, რომ ძალიან რთულად წარმომიდგენია ამ პროცესის შედეგი რა შეიძლება იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც პრეზიდენტმა თავად ბრძანა, შერიგება ვერ იქნება პროცესის დასაწყისი, ეს უნდა იყოს, იდეალურ შემთხვევაში, პროცესის შედეგი. ვნახოთ, როგორ წავა ეს პროცესი და იმის მიხედვით შემდეგ შევძლებთ უკვე საფუძვლიანი კომენტარების გაკეთებას. 

ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო და, მისივე სიტყვებით, აპირებს, წამოიწყოს "ინკლუზიური პროცესი უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად". 16 დეკემბერს ზურაბიშვილმა საახალწლო მიღებაზე ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მიიწვია და მათ "ეროვნული თანხმობის პროცესზე" ესაუბრა.

კომენტარები