პოლიტიკური კრიზისი

ზურაბიშვილი: მე, როგორც პრეზიდენტმა, შერიგების პროცესის ვალდებულება ავიღე

არ ვფიქრობ, რომ არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებები უარყოფითი იყო, პირიქით. საარჩევნო ადმინისტრაციამ და საარჩევნო რეფორმამ, რომელიც მას უძღოდა წინ და, უფრო მეტიც, ODIHR-ის რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა, გამოიღო შედეგი და საარჩევნო ადმინისტრაციამ, პირიქით, მოწონება დაიმსახურა.

მთავარი ის კი არ არის, არჩევნებმა ცუდად ჩაიარა თუ არა, ის არის, რომ არჩევნების მიუხედავად, შარლ მიშელის ძალისხმევის მიუხედავად, უკიდურესი პოლარიზაციის მდგომარეობაში ვრჩებით. და გირჩევთ, მოუსმინოთ გამოსვლას, რომელიც ჩავწერე დემოკრატიის სამიტისთვის და რომელშიც, იმ ვალდებულებებს შორის, რომელსაც საქართველო იღებს ამ სამიტის ბოლოს და რომელიც კიდევ ერთხელ არის მართლმსაჯულების, საარჩევნო რეფორმის გაგრძელება და გაღრმავება. მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება, და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია, ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება, ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც.

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი France 24-თან ინტერვიუში.

კომენტარები