პოლიტიკური კრიზისი

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარეობაზე ოცნების კანდიდატს ოპოზიციის წევრმაც მისცა ხმა

ჩხოროწყუს საკრებულო
რადიო ათინათი

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარეობაზე ოცნების კანდიდატს ოპოზიციის წევრმაც მისცა ხმა. 

ჩხოროწყუს საკრებულოში ქართულ ოცნებას 12 მანდატი აქვს, ოპოზიციას -15. თავმჯდომარის ასარჩევად საჭიროა 14 ხმა. ჯუმბერ იზორიამ მიიღო 13 ხმა, რაც იმას ნიშნავს რომ მას ოპოზიციის წევრმაც დაუჭირა მხარი.

საკრებულოს თავმჯდომარეობაზე ორი კანდიდატი იყრიდა კენჭს -  ჯუმბერ იზორია ქართული ოცნებიდან და შოთა წურწუმია გახარიას პარტიიდან, რომელიც ბრძოლას გამოეთიშა. 

ენმ და გახარიას პარტია ერთმანეთს ადნაშაულებს. 

"ნაციონალური მოძრაობა არ მივიღებთ ამ კენჭისყრაში მონაწილეობას, რადგან 7-ვე წევრში და ლელოში ვართ დარწმუნებული. არ ვიცი, გახარიას გუნდში რა მოხდა. გამოდის, ჯუმბერ იზორიას კანდიდატურა ისევ ჩავარდება. ზუსტად ვიცი, ჩვენი გუნდიდან არავის გაუფუჭებია ბიულეტინი და არც ქართული ოცნებისთვის მიუცია ხმა. გამოდის, ვიღაც გაიყიდა".- თქვა ენმ-ის წევრმა ოთარ შენგელიამ. 

კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ გახარიას პარტიის წევრებიც. 

ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარე დღესაც ვერ აირჩიეს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სხდომის  დატოვების შემდეგ კვორუმის არ არსებობის გამო სხდომა ვერ გაგრძელდა. 

კომენტარები