აზარტული თამაშები

ღარიბაშვილი: გონიოს პროექტზე ვმუშაობთ აქტიურად, ინიციატივა ონლაინ კაზინოებზეა

დამდეს ბრალი ჩემს ხედვებთან, პოლიტიკასთან შეუსაბამობაში – მე ზაფხულში დავაანონსე, რომ გონიოს პროექტს ვამუშავებთ აქტიურად და ამის შესახებ საზოგადოებას ძალიან მალე, რამდენიმე თვეში ვაცნობებთ. გონიოს პროექტი არის აბსოლუტურად სხვა. მე განვმარტე, რომ Land კაზინოებს არ ვეხებით, ეს ონლაინ კაზინოებზეა, მთავარი პრობლემა ეს არის. 2 და 3 ლარით ახალგაზრდა და, მით უმეტეს, სოციალურად დაუცველი ვერ შევა კაზინოში, ბუნებრივია და ეს პრობლემა არ არსებობს. მეორე, გონიოში ჩვენ ვგულისხმობთ და ჩემი იდეა არის, რომ გაკეთდეს სპეციალური ეკონომიკური ზონა, მათ შორის, ფინანსური ცენტრი, სათამაშო ქალაქიც შეიძლება იყოს და მულტიფუნქციური ქალაქი უნდა გაშენდეს გონიოში, სადაც შეიძლება რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდეს. [...] ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, ტურიზმი ერთ-ერთი მთავარი "დრაივერია" ჩვენი ეკონომიკის, მამოძრავებელია.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 22 ნოემბერს ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მთავრობა ონლაინ კაზინოებს გადასახადებს გაუზრდის, მეორე ეტაპზე კი ისინი საერთოდ უნდა აიკრძალოს.

კომენტარები