აზარტული თამაშები

ღარიბაშვილი: ონლაინ კაზინოებს გავუზრდით გადასახადებს, მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

"პირველ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, ონლაინ კაზინოებისთვის გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი და მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები". - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 

პრემიერის თქმით, ფინანსთა მინისტრი წარადგენს ინიციატივას, რომ ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის გაიზარდოს გადასახადი, აიკრძალოს რეკლამა და ბარიერი აიწიოს 25-წლამდე. 

"მილიარდ ხუთასი მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ონლაინ კაზინოს მეშვეობით. ჩვენი ახალგაზრდები ყოველდღე თამაშობენ ონლაინ კაზინოში და აგებენ ფულს. ეკონომიკურ გუნდთან ერთად მქონდა საუბარი და ვფიქრობთ, ბატონი ფინანსთა მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის, მათი აბსოლუტური უმრავლესობა დღეს უკვე არის უცხოური კომპანიები და საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული მიედინება უცხოეთში. აქედან 99% არის გაჭირვებული მოსახლეობა, ისინი, ვინც არ მუშაობენ". - ამბობს ღარიბაშვილი. 

კომენტარები