უმძიმესი ჭრილობაა ჩვენი დემოკრატიული ტრადიციებისა და ჩვენი საზოგადოების მომავლისთვის ის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს კერძოდ სააკაშვილთან მიმართებით. ის კატასტროფული, უზნეო და ამაზრზენი საქციელი, დემონსტრაციულად მისი მიყვანა გლდანის ციხეში ამ პროტესტის ფონზე, არის გამოვლინება და მე არ მეგულება ადამიანი მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, რომელიც არ იქნებოდა აღშფოთებული ამ დამოკიდებულებით ჩვენი მოქალაქეების, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობის, უბრალოდ, ელემენტარული ღირსების თვალსაზრისით.
ამიტომ, ჩვენთვის პრინციპული საკითხია, რომ ამ რეჟიმს დავუჩქაროთ ანუ შევუმციროთ საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნის დღეები, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ყალბი მოლოდინი, ეს ძალიან სახიფათო რეჟიმია, ახლა პირიქით, ცდილობს ჩვენი ნებისყოფის გატეხვას, უიმედობის დანერგვას, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რამდენი ხანიც დასჭირდება ამ რეჟიმის რყევისთვის საზოგადოების ფართო შრის ჩართვას საპროტესტო მოძრაობაში და შემდეგ საარჩევნო პროცესში, როცა მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს, ამ პროცესისთვის უნდა ვიყოთ მზად.
საერთაშორისო ასპარეზზეც წნეხი გარდაუვლად გაღრმავდება, ტყუილად აქვს ივანიშვილის რეჟიმს ილუზია, რომ ეს არ დაუჯდება მძიმე ფასი საერთაშორისო ასპარეზზე. საერთაშორისო ამნისტიის განცხადებაში ყველაზე მკაფიოდ არის მოცემული ის, რისი დემონსტრირება იყო ახლა სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის ეს ამაზრზენი ჟესტი





