ქართული კინო

ერმალო მაღრაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რეჟისორი ინტენსიურ განყოფილებაშია

ტაბულა

ერმალო მაღრაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. 79 წლის რეჟისორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. 

"მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ბატონო მაღრაძის ფილტვების დაზიანება 20 ქულით ფასდება, რაც ნიშნავს, რომ ფილტვების 83% არ მუშაობს. ვიყენებთ სიპაპის აპარატს, რომელიც მას სუნთქვაში ეხმარება. ინტენსიურ განყოფილებაშია ასევე მისი მეუღლე მანანა ხიდაშელი". – ამბობს ტაბულასთან საუბარში კლინიკა ბომონდის ექიმი, მთავარი სპეციალისტი ირმა მესხი.

ერმალო მაღრაძე ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობია. 1995 წელს საკუთარი სცენარით გადაიღო სადებიუტო ფილმი  შვეციის პრინცი იმერეთიდან. ავტორია ფილმებისა გზააბნეულნი, აპოკალიფსი არ იქნება, თეა. მაღრაძის შემოქმედება განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტში და არაერთი მიმის ინსპირაციის წყაროა.

 

კომენტარები