მიხეილ სააკაშვილის დაკავება

​ჟურნალისტმა გიგლა თუმანიშვილმა რუსთავის ციხესთან შიმშილობა დაიწყო

გიგლა თუმანიშვილი
მთავარი არხი

მთავარი არხის ჟურნალისტმა,  ​გიგლა თუმანიშვილმა, რუსთავის ციხესთან შიმშილობა დაიწყო. 

როგორც ჟურნალისტი ტელეკომპანიასთან ამბობს, ქვეყანა ახლა დიდი საფრთხის წინაშეა და ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში. თუმანიშვილი  საქართველოს ექპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.  

"მე პირადად მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისთვის არ ვიბრძვი, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, თუმცა უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით ყველა ერთად. მე ვფიქრობ, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადასარჩენია საქართველო. თუკი ჩვენ დავუშვით ის, რასაც ხელისუფლება გეგმავს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გადაიყვანონ არსად და მოკლან ის რუსთავის ციხეში, მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ დავკარგავთ ქვეყანას და სახელმწიფოებრიობას, რომლისთვისაც ყველას რითიც შეგვეძლო ისე ვიბრძოდით".- ამბობს თუმანიშვილი. 

მიხეილ სააკაშვილი 36 დღეა, შიმშილობს. ხელისუფლება მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის იქ გადაყვანის შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ბუნტს მოაწყობენ. მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობა დაიწყო დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. 

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

 

კომენტარები