ალეკ ბოლდუინი

ალეკ ბოლდუინი გარდაცვლილ ოპერატორზე: ის ჩემი მეგობარი იყო – [VIDEO]

ალეკ ბოლდუინმა ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ პირველად ილაპარაკა მედიის წარმომადგენლებთან.

მსახიობმა ცოლთან, ჰილარია ბოლდუინთან ერთად პაპარაცების კითხვებს ვერმონტში უპასუხა.

"ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, ამიტომ გარკვეულ შეკითხვების პასუხის გაცემის უფლება არ მაქვს. შემიძლია გითხრათ რომ ის (ჰალინა ჰატჩინსი) ჩემი მეგობარი იყო, ვიმეორებ ჩემი მეგობარი იყო, იმ საბედისწერო დღეს ვახშამზე წავიყვანე. ჩვენი გადამღები ჯგუფი კარგად შეთამაშებული და ერთმანეთის ერთგული გუნდია. რაც მოხდა საშინელებაა, რომელიც ტრილიონში ერთხელ ხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოძიების დასრულებამდე სხვა კითხვებზე ვერ გიპასუხებთ. კონტაქტი მაქვს მის ქმართან, რომელიც შოკირებულია ამ ამბით, მაქსიმალურად გვერდში ვუდგავარ. ამ წამს მანქანაში ჩემი შვილები სხედან, რომლებიც ტირიან, ძალიან გთხოვთ ნუღა აგვედევნებით და შეგვაწუხებთ, მეტს მაინც ვერაფერს გეტყვით". 

22 ოქტომბერს, ნიუ-მექსიკოს შტატში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.

იარაღი, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ, დეივ ჰოლსმა გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო. რეალურად მჭიდში საბრძოლო ვაზნები იდო. ამის შესახებ სასამართლოს მასალებში წერია.

გადამღები ჯგუფის წევრმა, მეგი გოლმა გამოცემა The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰოლსს უსაფრთხოების წესების დარღვევას წარსულშიც ედავებოდნენ

მსახიობი პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა, სამართალდამცავების ყველა კითხვას უპასუხა და შენობა დატოვა. ამ ეტაპზე გამოძიებას ბრალი არავისთვის წარუდგენია.

დაჭრილი ჰალინა ჰატჩინსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გაამგზავრეს, ოპერატორი საავადმყოფოში მიფრენამდე გარდაიცვალა. ის 42 წლის იყო. დაჭრილი რეჟისორის, ჯოელ სოუსას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის რამდენიმე საათის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერეს.

მსგავსი უბედური შემთხვევა მოხდა 1993 წელს, ფილმ The Crow-ს გადასაღებ მოედანზე. სარეკვიზიტო პისტოლეტიდან გასროლილმა ტყვიამ მსახიობი ბრენდონ ლი იმსხვერპლა.

კომენტარები