ალეკ ბოლდუინი

ალეკ ბოლდუინს შესაძლოა ბრალი ხელახლა წარუდგინონ

ბოლდუინი
Alec Baldwin's movie resumed filming in New Mexico in April this year, after having become a crime scene due to the 2021 tragedy

ალეკ ბოლდუინს შესაძლოა ბრალი ხელახლა წარუდგინონ, რადგან ახალი მოხსენება ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე საბედისწერო გასროლის შესახებ, მსახიობის და პროდიუსერის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეჭვქვეშ აყენებს.

ალეკ ბოლდუინი უარყოფს იარაღის გასროლას, რამაც კინემატოგრაფი ჰალინა ჰატჩინსის სიკვდილი გამოიწვია, იარაღის ექსპერტები კი ჩახმახზე დაკვირვებით ამბობენ, რომ სასხლეტი აუცილებლად უნდა გამოწეულიყო.

ახალი დოკუმენტის მიხედვით, იკვეთება იარაღის სავარაუდო მოდიფიკაციის ფაქტი, "მიუხედავად იმისა, რომ ალეკ ბოლდუინი არაერთხელ უარყოფს სასხლეტის გამოწევას, ჩატარებული ტესტების, დასკვნებისა და დაკვირვებების გათვალისწინებით, სასხლეტი საკმარისად უნდა გამოწეულიყო, რათა ამოწეული ჩახმახი გათავისუფლებულიყო" - წერია მოხსენებაში.

მსახიობის წარმომადგენლებმა საინფორმაციო სააგენტოს უთხრეს, რომ მიმდინარე საქმის უახლეს განვითარებაზე კომენტარი არ აქვთ.


2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა.

დაჭრილი ჰალინა ჰატჩინსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გაამგზავრეს, ოპერატორი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა. ის 42 წლის იყო. 

გადასაღებ მოედანზე საბრძოლო ამუნიციაზე და იარაღზე პასუხისმგებელი იარაღის ოსტატი ჰანა გუტიერეს-რიდი იყო. ხოლო თავად იარაღი, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ, დეივ ჰოლსმა გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხოა. რეალურად მჭიდში საბრძოლო ვაზნები იდო. ამის შესახებ სასამართლოს მასალებში წერია.

2022 წლის აპრილში ნიუ-მექსიკოს შტატმა Rust-ის პროდიუსერებს $136 793-ის ოდენობის ჯარიმა დააკისრა

2023 წლის თებერვალში ალეკ ბოლდუინს დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. იმავე წლის აპრილში სასამართლომ მსახიობი უდანაშაულოდ ცნო.

2023 წლის 9 აგვისტოს დაიწყო იარაღის ოსტატის, ჰანა გუტიერეს რიდის სასამართლო პროცესი. რეჟისორის ასისტენტს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ედავებიან.

კომენტარები