ალეკ ბოლდუინი

სასამართლომ ალეკ ბოლდუინს უნებლიეთ მკვლელობისთვის ბრალი წარუდგინა

Jim Weber/Santa Fe New Mexican, via Associated Press

ნიუ მექსიკოს სასამართლომ მსახიობ ალეკ ბოლდუინს უნებლიეთ მკვლელობის მუხლით ბრალი წარუდგინა. ნიუ მექსიკოს შტატის კანონმდებლობა, ადამიანის უნებლიეთ მკვლელობისთვის სასჯელად 18 თვემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ალეკ ბოლდუინის ადვოკატებმა BBC-სთან თქვეს, რომ ისინი სასამართლოს შემდგომ სხდომას ელოდებიან. 

რამდენიმე თვის წინ მსახიობის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პროკურატურას შესაძლოა ბოლდუინისთვის ყველა ბრალდება მოეხსნა.

2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.

კომენტარები