ხშირად არის ხოლმე ნათქვამი სიტყვები ჩვენი კეთილმოსურნეების მხრიდან, რომ ისეთი რამ არ უნდა ვთქვათ, არ უნდა დავპირდეთ ერთმანეთს, რაც შემდეგ ფრუსტრაციაში ჩააგდებს მოსახლეობასა და საკუთარ თავებსაცო. პოლიტიკოსებს ასეთი ტერმინოლოგიით საუბარი გვახასიათებს ხოლმე, მაგრამ არსებობს გამონაკლისი, ხალხო, არაფერი უკან დასახევი არა გვაქვს, უკან დასახევი გზა არის ჩახერგილი და ეს გზა არ ჩაგვიხერგა ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენ თვითონ ჩავიხერგეთ უკან გზა, იმიტომ, რომ ვიცით ერთადერთი გამოსავალი არის წინსვლა, მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა. ამიტომ, არაფერი ჩვენ არ გაგვაჩერებს, იმიტომ, რომ მართლები ვართ. ეს ხელისუფლება გადაეცემა ხალხს, თითოეულ თქვენგანს, მის უდიდებულესობა საქართველოს მოქალაქეს.
tbl.ge/5qwg
დაკოპირდა

ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და ოპოზიციის საერთო მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართულ აქციაზე ისაუბრა. ოპოზიციის გეგმა ნახეთ აქ.
ამავე თემაზე
- 2021 წლის არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ 18 მლნ დახარჯა, ენმ-მ 3 მლნ, ლელომ – 2.5 მლნ
- არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება კვლავ პრობლემურია – TI-ის ანგარიში
- NDI არჩევნებზე: საარჩევნო გარემოს ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა
- "საკრებულოებში ვმოქმედებთ ძალაუფლების ბალანსისთვის" – სად ასახელებს გახარია კანდიდატებს
- სააკაშვილი: გავზარდოთ მასობრიობა და კედლად დავუდგეთ მოძალადეებს, აუცილებლად ჩამოვანგრევთ