არჩევნები 2021

სუს: აფხაზეთიდან საქართველოში შემოსვლა უკანონოდ შეიზღუდა

JAMnews

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 28-30 ოქტომბრის ჩათვლით, ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოში თავისუფალი გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველა პირისთვის, გარდა სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებისა. 

"მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად უკავშირდება სხვადასხვა გამოგონილ მიზეზებს. მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე .. უსაფრთხოების უზრუნველყოფასრუსეთის საოკუპაციო ძალების მსგავსი დამაზიანებელი გადაწყვეტილებები 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებითაც დაფიქსირდა. თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია "ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია". - წერია სუს-ის განცხადებაში.

30 ოქტომბერს, ქვეყნის მასშტაბით ხუთივე თვითმმართველ ქალაქში, 15 თვითმმართველ თემსა და 41 მაჟორიტარულ ოლქში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები