არჩევნები 2021

მელია: ღარიბაშვილი რომ გიწოდებს უინტელექტოს, უცებ უნდა გასკდეს მიწა და ცა ჩამოვარდეს

ბატონი ღარიბაშვილი რომ გიწოდებს უინტელექტოს, უცებ უნდა გასკდეს მიწა და ჩავარდეს, რაც მართალია მართალია. ცა უნდა ჩამოვარდეს და მიწა გასკდეს და ჩავარდეს, ეს ნახევრად ხუმრობით. რას ვიზამთ, ენას ძვალი არ აქვს, ბატონი ღარიბაშვილი მისდა გასაკვირად და ბევრისთვის პარადოქსალურად, ჩვენს საარჩევნო კამპანიაში გვეხმარება. ჩვენთვის ზურგის ქარის ფუნქციას ასრულებს. აქაც საქმე გვაქვს შეჩვევასთან, აღარ უკვირს ადამიანებს. პრემიერმინისტრი დილით ადრე დგება, შარვალს იცმევს, კოსტუმს იცმევს, ჰალსტუხს იკეთებს, მედიას გეძახით და იწყევლება, იწყევლება, იწყევლება.

ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ეხმაურება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც თქვა, რომ ნიკა მელია კრიმინალი და უინტელექტოა. 

კომენტარები