მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ბასილაია: პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, სააკაშვილს ზარების უფლება შეუზღუდოს

ტაბულა

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით პროკურატურამ სააკაშვილს სატელეფონო ზარის უფლება შეუზღუდა. 

"მსჯავრდებულ პირებს  ზარების უფლება არ ეზღუდებათ და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პროკურატურამ მიიღო ეს სამარცხვინო, მდაბიო, უღირსი გადაწყვეტილება. უდავოა ის გარემოება, რომ ხელისუფლებას ეშინია მიხეილ სააკაშვილის". - ამბობს ბასილაია.

2 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმში იყო.

კომენტარები