არჩევნები 2021

გახარია: ჩვენი მიზანია, ორ ძალას არ მივცეთ საშუალება, მოახდინოს ძალაუფლების კონცენტრაცია

ამ მუნიციპალური არჩევნების შემდგომ ვიმოქმედებთ შემდგომი პრინციპით - არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ერთპიროვნული მმართველობა. ამ ორ, ვითომ ერთმანეთთან დაპირისპირებულ ძალას, ორივეს აქვს მიდრეკილება ერთპიროვნული მართვისკენ.  ჩვენი მთავარი მიზანი იქნება დაბალანსება და  არცერთ მათგანს არ მივცეთ შესაძლებლობა მოახდინოს ძალაუფლების კონცენტრაცია - მათ შორის, მუნიციპალურ დონეზე. ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ შევქმენით მთავარი ბერკეტი, რომლითაც შეგვიძლია დავიწყოთ ბრძოლა ქვეყანაში ორპარტიული,  ერთმანეთთან დაპირისპირებული, რადიკალური პოლიტიკის წინააღმდეგ და ეს ერთად დავამთავროთ.

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია. 

კომენტარები