არჩევნები 2021

ODIHR: შეშფოთების საფუძველია პარტიის მხარდამჭერი დამკვირვებლების ყოფნა, მათი პროცესში ჩარევა

OSCE/ODIHR-ის 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ დამკვირვებელთა დაკსვნაში საუბარია სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შორის პარტიის მხარდამჭერთა არსებობაზე, მათ პროცესში ჩარევასა და ასევე, საარჩევნო უბნებს გარეთ პარტიის მხარდამჭერთა ყოფნის პრობლემებზე.

"ანგარიშებში აღნიშნულია, რომ საარჩევნო უბნებზე უწყვეტად იმყოფებოდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელები, რომლებიც მოქმედებდნენ, როგორც პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები და დროდადრო საარჩევნო პროცესს ხელს უშლიდნენ; ასევე, საარჩევნო უბნებს გარეთ პარტიის მხარდამჭერთა ყოფნა დამაშინებელ გარემო ქმნიდა და შეშფოთების საფუძველს იძლეოდა, რადგან მსგავს ქმედებებს შესაძლოა ზეგავლენა მოეხდინა ამომრჩვლების მიერ ხმის მიცემის პროცესზე", – ნათქვამია დასკვნაში.

დასკვნა არჩევნების პროცესს ძირითადად ტექნიკურად გამართულად აფასებს, თუმცა საუბარია არაერთ პრობლემაზეც.

კომენტარები