არჩევნები 2021

ცესკო: 5-დან 3 თვითმმართველ ქალაქში ოპოზიციის მერობის კანდიდატები ლიდერობენ

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 5-დან 3 თვითმმართველ ქალაქში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ოპოზიციის მერობის კანდიდატები ლიდერობენ. ხუთივე თვითმმართველ ქალაქში კი მე-2 ტური დაინიშნება. დათვლილია საარჩევნო უბნების 47.73%.

რუსთავი:

  • დავით კირკიტაძე (ენმ) – 44.53%
  • ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) – 44.34%

ქუთაისი:

  • ხატია დეკანოიძე (ენმ) – 43.75%
  • იოსებ ხახალეიშვილი (ქართული ოცნება) – 41.86%

ბათუმი:

  • გიორგი კირთაძე (ენმ) – 42.34%
  • არჩილ ჩიქოვანი (ქართული ოცნება) – 41.49%

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები