არჩევნები 2021

ცესკოს მონაცემებით, ხუთივე თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური დაინიშნება

არჩევნები
ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხუთივე თვითმმართველ ქალაქში მე-2 ტური დაინიშნება.    

თბილისში, ცესკოს მონაცემებით, 769 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 358 უბანი, რაც 46.55%-ია - ქართული ოცნების კანდიდატს, კახა კალაძეს ხმების 45.32% აქვს, ოპოზიციის კანდიდატს ნიკა მელიას 34.15%. 

ქუთაისში, ცესკოს ინფორმაციით, დათვლილია უბნების 42.74% - ქართული ოცნების კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს 41.76% აქვს, ოპოზიციის კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს კი - 43.81%. 

ბათუმში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, უბნების 36.19% დათვალეს - ქართული ოცნების კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს 41.07% აქვს, ოპოზიციის კანდიდატს, გიორგი კირთაძეს კი - 42.6%. 

რუსთავში უბნების 61.36%-ია დათვლილი - ქართული ოცნების კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს, 44.92% აქვს, ოპოზიციის კანდიდატს, დავით კირკიტაძეს კი - 43.81%. 

ფოთში დათვლილია უბნების 54.55%: ქართული ოცნების კანდიდატს ბექა ვაჭარაძეს 47.73% აქვს, ოპოზიციის კანდიდატს, გიგი უგულავას კი - 37.44%.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები