არჩევნები 2021

ხოშტარია: თბილისმა არჩევანი ცვლილების სასარგებლოდ გააკეთა – დათვლისას ყველა ხმას დავიცავთ

ჩვენ ვნახეთ ეგზიტპოლებით, რომ თბილისელებმა ძალიან იაქტიურეს და სურათი არის ცალსახა - თბილისმა გააკეთა არჩევანი ცვლილებების სასარგებლოდ. ზუსტად როგორ იქნება ეს, ამ დათვლის პროცესში ვნახავთ და ყველა მობილიზებული ვართ, რომ ყველა ხმა დავიცვათ დათვლის პროცესში.  

თბილისი არის კრიტიკული ადგილი, იმიტომ, რომ თბილისს შეუძლია სიტუაციის შეცვლა და ჩვენ ვნახეთ წინასწარი შედეგები Edison-ისა და Ipsos-ის, რომ თბილისში უმრავლესობა არის ცვლილებებისკენ და უჭერს მხარს ოპოზიციას. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, სერიოზული გზავნილია. ჩვენ ვნახეთ ნიკა მელიას ძალიან კარგი შედეგი, 100% იქნება მეორე ტური და აქაც არიან ძალიან ახლოს. ყველანაირი რესურსი აქვს ოპოზიციას, რომ მეორე ტურში დაამარცხოს [კალაძე] აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში კოალიციური ერთიანობის სულისკვეთებით ნიკა მელია გახდება თბილისის მერი და თბილისის მოგება ოცნებასთან არსებითად ცვლის კლიმატს ჩვენს ქვეყანაში.

ამბობს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ფორმულასთან ინტერვიუში. 

კომენტარები