არჩევნები 2021

კობახიძე: გაუმარჯოს ჩვენს დღევანდელ, ზედიზედ მერვე გამარჯვებას!

მადლობა თითოეულ თქვენგანს, 10 000-ბით ადამიანი იყო ჩართული ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიაში, ამ სამზადისში და ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დაფასდა. თითოეულ ჩვენგანს დაგვიფასდა დღევანდელი გამარჯვება. მივულოცავ, რა თქმა უნდა, ყველას - ათასობით ადამიანი იყო ჩართული და ასეულობით კანდიდატი გვყავდა, ვინც გაიმარჯვა ამ არჩევნებში, ვინც გახდა საკრებულოს წევრი, გახდა მერი და თითოეულ მათგანს, ყველას მოგილოცავთ ამ გამარჯვებას. 

ჩვენ 10 წლის წინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა ქართული ოცნება, მაშინ პირველი გამარჯვების არავის არ სჯეროდა, თუმცა იმის შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ უკვე ზედიზედ მერვე გამარჯვება და დიდი გამარჯვებები კიდევ წინა არის. გაუმარჯოს ჩვენს დღევანდელ გამარჯვებას და ჩვენს შემდეგ გამარჯვებას.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. სამმა ტელევიზიამ ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა Ipsos-ისა (მთავარი) და Edison Research-ის (ფორმულა) ეგზიტპოლებით, თბილისში მეორე ტური ინიშნება, გორბის (იმედი) ეგზიტპოლით კი კახა კალაძემ პირველივე ტურში მოიგო.  

კომენტარები