არჩევნები 2021

კინზინგერი: გვინდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვიხილოთ

ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს არჩევნებს ამ უქმეებზე. ჩემთვის, როგორც ადამიანისთთვის, ვინც ბევრ ყურადღებას უთმობს და დიდი ინტერესით ეპყრობა საქართველოს მომავალს და ჩვენ მეგობრობას საქართველოსთან, მინდა რამდენიმე გამამხვნევებელი სიტყვა ვთქვა. ჩვენ გვინდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვიხილოთ. გვინდა, რომ კანდიდატებს შეეძლოთ კამპანიის ჩატარება, იმის თქმა, რისი თქმაც სურთ. გვინდა ვიხილოთ, რომ მედიას ექნება საშუალება მოვლენები თავისუფლად და სამართლიანად გააშუქოს. ვფიქრობთ, ეს საქართველოსთვის წარმატებად შეიძლება იქცეს. ჩვენ [პროცესს] ნამდვილად ყურადღებით დავაკვირდებით. ასევე მოგიწოდებთ, მოეპყარით საერთაშორისო დამკვირვებლებს ძალიან კარგად. იმედი გვაქვს რაიმე კარგს ვიხილავთ და ჩვენი მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდება. (ამერიკის ხმის ნათარგმნი)

თქვა ამერიკის ხმასთან რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა.

კომენტარები