კორონავირუსი საქართველოში

Covid-19-ით კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 929 შემთხვევა, ჩატარდა 32 522 ტესტი

Covid-19-ით კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 32 522 ტესტი და დადასტურდა 1 929 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 914 პაციენტი.

29 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.16%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.82%. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 659 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 363, ქვემო ქართლი - 147, შიდა ქართლი - 90, გურია - 56, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 155, კახეთი - 286, მცხეთა-მთიანეთი - 37, სამცხე-ჯავახეთი - 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 611 269 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა  8 917 და გამოჯანმრთელდა 582 805 პირი.


ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. 14 აგვისტოს გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ 13 სექტემბრიდან აღდგა. 

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები