ვაქცინაცია საქართველოში

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით წინასწარი რეგისტრაციის გარეშე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება მოქალაქეებს შემდეგ დაწესებულებებში შეუძლიათ:

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სივრცე (ვაჟა-ფშაველას გამზირი 33) – ვაქცინაცია შესაძლებელია: Pfizer-ის ვაქცინით. ცენტრი  მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 09:00-დან 20:00-მდე;
  • ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას ქუჩა 77) – ვაქცინაცია შესაძლებელია: Pfizer-ით, Sinovac-ით​​, Sinopharm-ით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00- მდე შესვენების გარეშე;
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) (წინანდლის ქუჩა 19) – ვაქცინაცია შესაძლებელია: Pfizer-ით, Sinovac-ით​​, Sinopharm-ით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 სთ-მდე შესვენების გარეშე;
  • ექსპრეს მედიქალ სერვისი თბილისის ზღვის პლაზა – ჰუალინგი (ჯუმბერ ლეჟავას ქუჩა 22) – ვაქცინაცია შესაძლებელია: AstraZeneca-თი, Pfizer-ით, Sinovac-ით​​, Sinopharm-ით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-სთ-დან 17:30-მდე;
  • სავაჭრო ცენტრი ლილო მოლი (კახეთის გზატკეცილი 112) – ვაქცინაცია შესაძლებელია Sinopharm-ის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს 10:00-დან 16:00-მდე, შესვენება 13:00-14:00;
  • მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში (სამხედროს ქუჩა 9) – ვაქცინაცია შესაძლებელია: Pfizer-ის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე;
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა 32/35) – ვაქცინაცია შესაძლებელია: Pfizer-ით, Sinovac-ით​​, Sinopharm-ით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 17:00-მდე, შესვენების გარეშე;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (რუსთაველის ქუჩა 89) – ვაქცინაცია შესაძლებელია: Sinovac-ით​​, Sinopharm-ით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას.


მოქალაქეებს ვაქცინაცია ასევე შეუძლიათ წინასწარი რეგისტრაციით. ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

კომენტარები