ვაქცინაცია საქართველოში

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ

დღეიდან, აცრის მსურველებს  Covid 19-ზე აცრა თბილისში დამატებით 6 სამგზავრო ავტობუსში შეეძლებათ.

ვარკეთილის, გლდანის და სადგურის მოედნის გარდა, მოქალაქეები ვაქცინაციას შემდეგ ადგილებზე შეძლებენ:

  • საბურთალო - სითი მოლი (ვაჟა–ფშაველას გამზირი #70, ღია ავტოსადგომის ტერიტორია სითი გარდენის მიმდებარედ)
  • გლდანი - სითი მოლი – (ი. ვეკუას #1 , ღია ავტოსადგომის ტერიტორია, მუხიანის მხარეს);
  • სამგორი - ისთ ფოინთი - (ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა , ზედა ავტოსადგომი);
  • სამგორი - (ორხევი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორია);
  • ავჭალა - (ლიბანის ქ. 23, პოლიციასთან);
  • მუხიანი - (ნ. დუმბაძის გამზირი, პოლიციასთან, კორპუსი N5);

თბილისის გარდა, ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები მოეწყო რუსთავშიც.

  • ჭყონდიდელის დასახლება (რჩეულიშვილის N9-სუპერმარკეტი მადაგონის წინ).
  • მე-12 მკ/რნ, N24 - 23ე საშუალო სკოლის წინ.
  • მე-19 მკ/რნ, აღმაშენებლის გამზირი N89, სუპერმარკეტი მადაგონის წინ.

ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ყოველდღე 10:00-დან – 20:00-მდე იმუშავებენ:

ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ და აცრის ჩატარებას სასურველი ვაქცინით შეძლებენ. სამგზავრო ავტობუსებში რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები მუშაობენ. ტრანსპორტშივეა მოწყობილი დაკვირვების სივრცე.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს, მასობრივი იმუნიზაცია კი, მხოლოდ ივლისში დაიწყო. 2 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში Covid 19-ზე მინიმუმ I დოზით აცრილია 813 601 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 28.5%), ხოლო სრულად - 421 785 ადამიანი (14.8%). უსაფრთხოებისთვის საჭიროა მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის აცრა.


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

კომენტარები