აშშ

ხორვატიის მოქალაქეები აშშ-ში ჩასვლას უვიზოდ შეძლებენ

ხორვატიის მოქალაქეები აშშ-ში უვიზოდ შეძლებენ ჩასვლას. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის, ალეხანდრო მაიორკას თქმით, ხორვატია ქვეყნების იმ სიას შეუერთდა, რომლის მოქალაქეებიც აშშ-ში 90 დღის განმავლობაში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ.

"ხორვატიის ამ სიაში შეყვანით ჩვენ ვაღიარებთ ქვეყნებს შორის საერთო ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს". - ამბობს მაიორკა

აშშ-ში უვიზოდ მოგზაურობა სულ 39 ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია. მათ შორის არიან ბელგია, ავსტრალია, ჩილე, ავსტრია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ლიეტუვა, უნგრეთი, საფრანგეთი, ფინეთი, მალტა, საბერძნეთი, პოლონეთი და სხვები.

კომენტარები