ჩვენ კარგად ვხედავთ, რა თანხები იხარჯებოდა წინა წლებში დედაქალაქში იმისთვის, რომ მწვანე სივრცეები შექმნილიყო. მწვანე სივრცეების შექმნა კი არა, პირიქით, მათ ხარჯზე მშენებლობები და კორპუსების ჩადგმა ხდებოდა. ეს იყო მავნე პრაქტიკა. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ერთხელ და სამუდამოდ ამ ქალაქში ქაოტური განაშენიანება დაასრულა. ჩვენ წერტილი დავუსვით რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე, კორპუსების და სხვადასხვა შენობა-ნაგებობის აშენებას. შედეგი სახეზეა – წელს 161 372 700 ლარი იხარჯება გარემოს დაცვის მიმართულებით. გვინდა, რომ 240 000 000 ლარზე ავიყვანოთ ეს ხარჯი და ქალაქი კიდევ უფრო მწვანე გავხადოთ. გპირდებით, რომ ოთხი წლის შემდეგ, თბილის ყველაზე მწვანე, ყველაზე მოწესრიგებული და ლამაზი ქალაქი იქნება ევროპაში.
tbl.ge/5p1w
დაკოპირდა
ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა და ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძე თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
არჩევნები 2021კახა კალაძექართული ოცნებაქართული ოცნება 2021თბილისის მერიათბილისის მერირეკრეაციული ზონა
ამავე თემაზე
- 2021 წლის არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ 18 მლნ დახარჯა, ენმ-მ 3 მლნ, ლელომ – 2.5 მლნ
- არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება კვლავ პრობლემურია – TI-ის ანგარიში
- NDI არჩევნებზე: საარჩევნო გარემოს ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა
- "საკრებულოებში ვმოქმედებთ ძალაუფლების ბალანსისთვის" – სად ასახელებს გახარია კანდიდატებს
- სააკაშვილი: გავზარდოთ მასობრიობა და კედლად დავუდგეთ მოძალადეებს, აუცილებლად ჩამოვანგრევთ