ჭყონდიდის ეპარქია

მამა დანიელი: მკვდარიც ბერი ვიქნები, ძალით თუ შემომახიეს არ ვიცი, მაგასაც არ დავთმობ

მამა დანიელი
რუსთავი 2

სასულიერო პირები, რომლებიც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანმემ ეკლესიიდან განკვეთა ბრძანების შესრულებას და მონასტრების დატოვებას არ აპირებენ.

სასულიერო პირებთან, სალხინოს მონასტერში მეუფე სტეფანმემ დეკანოზი ტარიელი გაგზავნა, რომლის გამოჩენას მონასტერში სიტყვიერი დაპირისპირებაც მოყვა. დეკანოზმა წირვის დასრულების კელიებში მყოფ სასულიერო პირებს უთხრა, რომ მათ ადგილი უნდა დატოვონ და ობიექტი უნდა დაილუქოს. 

სალხინოს მონასტრის ყოფილი წინამძღვრის მამა დანიელის თქმით, ბერების განკვეთის უფლება არავის აქვს და მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადება არანაირ კანონიკაში არ ჯდება. 

"ბერობა არის აღთქმის დადება, მე რომ ღმერთს სიტყვა შევფიცე ეს როგორ უნდა ამიკრძალოს და ჩემი ცხოვრების წესში როგორ უნდა შემოვიდეს მეუფე სტეფანე? ეს არავის შეუძლია. ბერობიდან განყენება დედამიწაზე არ მომხდარა, მკვდარიც რომ ვიყო ბერი ვიქნები, ძალით, თუ მოვიდნენ და შემომახიეს არ ვიცი, მაგრამ მაგასაც არ დავთმობ".- ამბობს მამა დანიელი. 

დეკანოზმა ტარიელმა შელაპარაკების შემდეგ ტერიტორია დატოვა, მისი თქმით, დღეს კელიების დატოვებას არავინ მოსთხოვს, სამომავლოდ კი მიტროპოლიტის გადასაწყვეტია. 


19 სექტემბერს, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა ადრე განყენებული მღვდლები ეკლესიიდან განკვეთა. ამის შესახებ მან ამბიონიდან განაცხადა და აღნიშნა, რომ განკვეთილ პირებს ეკრძალებათ სამონაზნო სამოსის და ატრიბუტიკის ტარება.  მიტროპოლიტმა სტეფანემ ხელისუფლებას სთხოვა, განკვეთილმა სასულიერო პირებმა სალხინოს მონასტრის ტერიტორია და მიწები დატოვონ. 

ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტ სტეფანეს და სასულიერო პირების ნაწილს შორის დაპირისპირება მეუფე სტეფანეს ეპარქიაში ეპისკოპოსად დანიშვნის შემდეგ დაიწყო. 

ბოლო დაპირისპირება 14 სექტემბერს მოხდა, როდესაც სუს-ის მასალების გავრცელების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიის მღვდლები მიტროპოლიტ სტეფანეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

კომენტარები