ფარული მოსმენები

სუს-ის მასალების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიის მღვდლები მიტროპოლიტ სტეფანეს დაუპირისპირდნენ

"მრუშო, მატყუარა". - სუს-ის მასალების გავრცელების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიის მღვდლები მიტროპოლიტ სტეფანეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

"მეუფე კი არა არაკაცი ხარ შენ, ძალადობაზეც გადმოდიხარ, ხომ? ჭყონდიდის კათედრა ვერ აიტანს უღირსს, უღმერთო, მრუშ, მოძალადე სასულიერო პირს, მით უმეტეს მიტროპილიტს. რა გინდათ, საიდან მოდიხართ, რა რჯულის ხართ? ქრისტეს გწამთ საერთოდ? კრიმინალური საუბარიც შეგიძლიათ, ამის თქმას ცდილობთ? ქრისტიანებო, გთხოვთ, გამოფხიზლდით! ერო, გამოიღვიძე!!! დროა!!!". - ისმის გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურთა ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

საქართველოს პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები