2021 წელს გარდაცვლილები

ჯიბის კალკულატორის გამომგონებელი კლაივ სინკლერი გარდაიცვლა

RemoNews

81 წლის ასაკში ინგლისელი გამომგონებელი სერ კლაივ სინკლერი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. 

სინკლერი განთლებით ფიზიკოსი და მათემატიკოსი იყო. 18 წლის ასაკში, კოლეჯის დამთავრებამდე 3 კვირით ადრე, შექმნა რადიომიმღები Mark 1, რომელიც ყოველთვიურად ათასზე მეტი იყიდებოდა, დაგროვილი კაპიტალით ახალგაზრდა გამომგონებელმა 1961 წელს საკუთარი კომპანია Sinclair Radionics დააფუძნა. 1972 წელს კომპანიამ გამოუშვა პირველი ჯიბის კალკულატორი, 1975 წელს ერთ-ერთი პირველი ხელის საათი, რომელსაც რადიოს მიმღები და კალკულატორი ჰქონდა. 80-იან წლებში უშვებდა პერსონალურ კომპიუტერებს და ელექტრომობილებს. 90-იან წლებში სინკლერი ძირითადად პერსონალური ელექტროტრანსპორტის წარმოებაზე გადაერთო, გამოშვებული აქვს დასაკეცი, ელექტროველოსიპედი Zike. 2003 წელს ჰონგ-კონგურ ფირმა Daka-სთან ერთად გამომგონებლის კომპანიამ გამოუშვა წყლის სკუტერი. 

იყო პოკერის ნახევრადპროფესიონალი მოთამაშე. 1983 წელს მიიღო რაინდის წოდება. მისი თქმით არ იყენებდა ინტერნეტს, რადგან "არ უყვარდა სახლში ბევრ ელექტრომოწყობილობის ქონა". ბოლო ათი წლის განმავლობაში სინკლერი სიმსიმნოვან დაავადებას ებრძოდა და საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა.

კომენტარები