არჩევნები 2021

გახარია: ოცნებამ 100%-ც რომ აიღოს, რიგგარეშე არჩევნები მაინც ჩატარდება

ოცნებამ 100%-ც რომ აიღოს, რიგგარეშე არჩევნები მაინც ჩატარდება.იმ ქაოსში, სადაც ვართ, ქვეყანა კარგად და ცუდად [კი არ იმართება], ქაოსია ჩვეულებრივი. ერთი გამოვა, რაღაცას იტყვის, მერე 180 გრადუსით დატრიალდებიან, სხვა რამეს ამბობენ. დღეს ქვეყანაში წესრიგის დამყარებაა საჭირო. დღეს, სხვანაირად სახელმწიფოს მშენებლობა კი არა, რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში მიღწევები გვაქვს, იმასაც ვერ შევინარჩუნებთ, გავიგე, რომ ოცნება ქართული არ არის, გაურკვეველია.

თქვა ექსპრემიერმა და პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ ფორმულას ეთერში.

საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. 

კომენტარები