არჩევნები 2021

სირცხვილია კობახიძეზე: დატესტვა წარუმატებელი აღმოჩნდა

ტაბულა

"დატესტვა წარუმატებელი აღმოჩნდა". - ასე პასუხობს მოძრაობა სირცხვილია ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. კობახიძე ამტკიცებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა სირცხვილიას წარმომადგენელს კილერის აყვანის "იდეის დატესტვა" სთხოვეს. 

"გვაქვს ინფორმაცია, რომ შედგა საუბარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიული ტელევიზიების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარი უჯდებათ, როცა "ამის მეათედ თანხად შეიძლება კილერის აყვანა და მათიანის გაგორება". ეს არის ციტატა. ასევე, სირცხვილიას ერთ-ერთ წარმომადგენელს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა რამდენიმე ჩატში ამ იდეის დატესტვა სთხოვეს". - ამბობს ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე. 

კობახიძის თქმით, ინფორმაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აქვთ, რადგან "მოშლილია გუნდი და მარტივად ჟონავს ინფორმაცია მათი ოფისებიდან". მისივე სიტყვებით, ინფორმაციას რომელიმე სახელმწიფო უწყებასთან კავშირი არ აქვს. 

კომენტარები