ვახო სანაიაზე თავდასხმა

მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობიდან გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი კერატიშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დამნაშავედ ცნო და მათ 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პატიმრობის ვადა დღეს იწურება, შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდება.

ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს  25 თებერვალს დაესხნენ თავს. საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული. როგორც სანაია ჰყვება, თავდამსხმელებს მისი, როგორც ჟურნალისტის, მიმართ ჰქონდათ აგრესია, აგინებდნენ ტელევიზიებს. მისივე თქმით, დაზიანებები თავსა და სხეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს მიყენებული.     

კომენტარები