ვახო სანაიაზე თავდასხმა

სანაია ბრალდებულების გათავისუფლებაზე: კიდევ ერთხელ დაამტკიცა სასამართლომ სამარცხვინო სახე

ის, რასაც ჩვენ ვამბობდით გამართლდა. ივლისში შეეძლოთ გადაწყვეტილების გამოცხადება და აგვისტოს ბოლომდე სპეციალურად გაწელეს, რადგან სწორედ 25-ში გადიოდა 6 თვე და სწორედ 6 თვე მიუსაჯა მოსამართლემ. დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაათავისუფლა.

სამარცხვინო სასამართლო გვაქვს. მოსამართლემ სპეციალურად აქამდე მიიყვანა თავდასხმის საქმე ჟურნალისტზე, ჩვენს ოჯახზე და აი, ეს ქმნის ამ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს და ამ სინდრომმა მოიტანა 5 ივლისი და ჩვენი კოლეგის მკვლელობა. ამ სასამართლოსგან რას უნდა ელოდე საერთოდ, ის, რომ დღეს ხელისუფლებამ გამოუშვა დამნაშავეები, ეს იქნება მაგალითი და გადამდები სხვებისთვის.

კიდევ ერთხელ ამ მოსამართლემ, რომელსაც აბარებენ ხოლმე მნიშვნელოვან საქმეებს, კიდევ ერთხელ გაამართლა ჩვენი და საზოგადოების დამოკიდებულება ამ სასამართლოს მიმართ.

ამბობს ჟურნალისტი ვახო სანაია. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დამნაშავედ ცნო და მათ 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პატიმრობის ვადა დღეს იწურება. შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდება.

კომენტარები