ვახო სანაიაზე თავდასხმა

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულ 3 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ფორმულა

ჟურნალისტ ვახტანგ სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გამოძიება სამ პირს პროფესიული საქმიანობის გამო დევნას და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარას ედავება.

სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 25 თებერვალს, თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, ვ.გ., გ.ს. და ს.ს. ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტს, ვახტანგ სანაიას, მისი პროფესიული საქმიანობის გამო თავს დაესხნენ. ბრალდებულებმა ვახტანგ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, ხოლო ვ.გ. ვახტანგ სანაიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებით, ვახტანგ სანაიამ თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო. 

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ს.ს-მ ძალადობა განახორციელა ვახტანგ სანაიას თანმხლებ ნ.მ-ს მიმართ." - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები