ჟურნალისტზე თავდასხმა

ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს დაესხნენ – დაკავებულია 3 ადამიანი

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტს, ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 3 ადამიანი. 

დაკავებულები არიან -  1993 წელს დაბადებული ვ.გ. 1988 წელს დაბადებული გ.ს. და 1988 წელს დაბადებული ს.ს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის - 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და მისი მეუღლის ნათესავის 1986 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს მიმართ". - წერია განცხადებაში. 

ფორმულას ინფორმაციით, დაზარალებულები ექსპერტიზაზე არიან გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები