პოლიტიკური კრიზისი

ზალკალიანი: პრემიერს მიშელთან ძალიან თბილი შეხვედრა ჰქონდა არაფორმალურ ვითარებაში

ჩვენმა პრემიერმინისტრმა საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მხრიდან და მისი წვლილი ამ ურთიერთობის განვითარებაში იყო შეფასებული უკრაინის მთავრობის საკმაოდ მაღალი ჯილდოთი.

[...] პრემიერმინისტრს გუშინ ჰქონდა ძალიან თბილი, მეგობრული შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, არაფორმალურ ვითარებაში და იყო საუბარი, რა თქმა უნდა, იმ შეთანხმებაზე, რომელიც მისი მედიაციით განხორციელდა. კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული ჩვენი მხრიდან, რომ საქართველო ერთგულია იმ რეფორმების, რა რეფორმებზეც არის საუბარი 19 აპრილის შეთანხმებაში, იყო დადასტურებული, რომ ამ რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი არის შესრულებული და საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრული იქნება მომავალშიც. 

თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, პრემიერმინისტრის უკრაინაში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები