ვაქცინასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ეტიოტროპულ წამალს, ანუ უშუალოდ ამ ტიპის ვირუსზე მოქმედ წამალს და ამაზე მუშაობს ბევრი ლაბორატორია, ერთი მოწინავე არის Pfizer-ის ლაბორატორია. ეს არის დაახლოებით იმ ტიპის და მოქმედების წამალი, რომელიც არის C ჰეპატიტის ანტივირუსული წამალი და წინასწარი კვლევების მიხედვით საკმაოდ პერსპექტიულია. მაგრამ მარტო Pfizer-ს არა, ზოგიერთ სხვა კომპანიებსაც აქვთ მსგავსი განვითარებები. ეს შრომები მიდის და ყველა იმედით შევცქერით, რომ ამ წლის ბოლოს მართლაც შეიძლება გამოჩნდეს წამალი, ერთი ან რამდენიმე, რომელიც იქნება სწორედ ეტიოტროპული ამ ვირუსისთვის.
tbl.ge/5ntp
დაკოპირდა
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით კიდევ 59 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 743 შემთხვევა, დღიური დადებითობა 10.22%-ია.
ამავე თემაზე
- COVID–19–ის გავლენით, აზიაში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა რაოდენობა 68 მილიონით გაიზარდა
- კვიპროსზე კატების სამკურნალოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებს გამოიყენებენ
- მერკელი AstraZeneca-თი აიცრა
- აშშ-ს საელჩო: ვაქცინები საუკეთესო საშუალებაა რაც გაგვაჩნია COVID-19-თან საბრძოლველად
- როგორ გავუმკლავდეთ შფოთვას პანდემიისას? აშშ-ს შფოთვის და დეპრესიის ასოციაციის რჩევები