თბილისში აშშ-ს საელჩო გამოეხმაურა საქართველოში COVID-19-ის აცრის პროცესს.
"ვაქცინები კვლავაც საუკეთესო საშუალებაა, რაც გაგვაჩნია COVID-19-თან საბრძოლველად. სასიხარულოა იმის ნახვა, რომ ჩვენი ქართველი პარტნიორები და მეგობრები აგრძელებენ აცრის პროცესს. შეერთებული შტატები ამაყობს, რომ COVAX-ისა ($4 მილიარდი) და UNICEF-ის უმსხვილესი დონორია. ისინი ეხმარებიან ვაქცინების მიწოდებას მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში". - ვკითხულობთ აშშ-ს საელჩოს Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო.
დღეს, 25 მარტს, საქართველომ Pfizer-ის ვაქცინის 29 500 დოზა მიიღო.
ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანები იცრებიან. ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ჯგუფი დაამატა - 65 წელს ზემოთ მყოფ პირებს რეგისტრაციის გავლა 25 მარტიდან შეეძლებათ.