საქართველოში კორონავირუსით კიდევ 59 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 46 389 ტესტი და დადასტურდა 4 743 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 393 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10.22%, ბოლო 14 დღის - 10.86%, ხოლო ბოლო 7 დღის –10.98%.
ინფიცირების 4 743 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 860 გამოვლინდა, აჭარაში - 677, იმერეთში – 573, ქვემო ქართლში – 277, შიდა ქართლში – 304, გურიაში – 120, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 297, კახეთში – 386, მცხეთა-მთიანეთში – 113, სამცხე-ჯავახეთში – 98, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 38.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 58 995-ია, საიდანაც 7 238 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 458 პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 48 299 პირი - საკუთარ სახლში.
ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 1 477 ადამიანი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 335 პირი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 506 040 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 6 649 და გამოჯანმრთელდა 440 370 პირი.