პანდემია

კვიპროსზე კატების სამკურნალოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებს გამოიყენებენ

FIP ინფექციით დაავადებული კატა
Christina Assi/AFP/Getty Images

კვიპროსში კატებში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მათი მედიკამენტოზური მკურნალობა იწყება. კატების სამკურნალოდ ადამიანებისათვის შექმნილ ანტი-კოვიდ აბებს გამოიყენებენ. კუნძულის ჯანდაცვის სამინისტრომ კატების მკურნალობა სიმბოლურად 8 აგვისტოს, კატების საერთაშორისო დღეს დაიწყო.

კვიპროსის მასშტაბით მედიკამენტოზური მკურნალობის აქტიურად დაწყება კატების ინფექციური პერიტონიტის (FIP) საგანგაშო ზრდას მოჰყვა. კორონავირუსით გამოწვეული ეს ინფექცია მკურნალობის გარეშე თითქმის ყოველთვის ფატალურია.

მიუხედავად იმისა, რომ კატის კორონავირუსის შტამი Covid-19-თან არ არის დაკავშირებული და არ გადადის ადამიანებზე ან პირიქით, ადამიანიდან ცხოველზე, კოვიდპაციენტებისათვის შექმნილი ანტი-კოვიდ აბები FIP-ით დიაგნოზირებული კატებისთვის სასარგებლო აღმოჩნდა.

კვიპროსზე კატების კორონავირუსის პირველი შემთხვევა იანვარში შენიშნეს, 3-4 თვეში კი კუნძულის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. კუნძულის კატების დაცვისა და კეთილდღეობის საზოგადოებამ (PAWS) აღნიშნა, რომ FIP პანდემიის შედეგად დაახლოებით 300 000 შინაური და ქუჩაში მცხოვრები კატა დაიღუპა. 

კატის კორონავირუსი პირველად 1960-იან წლებში გამოვლინდა. FIP-ის ეპიდემიები, იშვიათად, თუმცა ადრეც ხდებოდა დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ტაივანსა და საბერძნეთში.

კომენტარები