გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. 16 აპრილს მას ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთეს.
"მოხარული ვარ, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა გავიკეთე. აცრა პანდემიის დამარცხების გზაა". - თქვა ანგელა მერკელმა.
გერმანიის ვაქცინის მარეგულირებელი ორგანო 60 წლის და უფროს ადამიანებს ურჩევს AstraZeneca-თი აცრას AstraZeneca-სა და თრომბის შემთხვევებს შორის უიშვიათესი შესაძლო კავშირის გამო. მერკელი 66 წლისაა.
AstraZeneca-თი აიცრა გერმანიის ფინანსთა მინისტრი, ოლაფ შოლცი.
15 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, Pfizer-ის ვაქცინით აიცრა.
"მას შემდეგ, რაც ევროკავშირში 100 მილიონ აცრას გადავაჭარბეთ, მე დღეს ძალიან მოხარული ვარ, რომ Covid-19-ის ვაქცინის პირველი დოზა გამიკეთეს. აცრები კიდევ უფრო დაჩქარდება, რადგან ევროკავშირში ვაქცინის მიღება იზრდება. რაც უფრო სწრაფად ავიცრებით, მით მალე შევძლებთ პანდემიის კონტროლს. ერთად ძლიერები ვართ" - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.