NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 49% თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 49% თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 23% თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 19% მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.

2020 წლის აგვისტოში NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 32% თვლიდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

საველე სამუშაოები 13-25 ივლისს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 016 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

კომენტარები