ანტივაქსერები

ანტივაქსერი, რომელიც ამბობდა, რომ კორონავირუსი უბრალო გაციებაა, COVID 19-ით გარდაიცვალა

lbc.co.uk

ცნობილი ანტივაქსერი, ადვოკატი ლესლი ლოურენსონი კორონავირუსისგან გარდაიცვალა. 

58 წლის ლოურენსონმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ მას ძლიერი იმუნიტეტი აქვს და ვირუსის არ ეშინია. 

ის ამბობდა, რომ Covid-19 ვაქცინები ძალიან "ექსპერიმენტული" იყო, მის ოჯახს რისკის ქვეშ აყენებდა.

მისივე თქმით, კორონავირუსი "არ იყო არაფერი ისეთი", როგორც ხალხი ამბობს და მას ისეთი სიმპტომები ჰქონდა, რომელიც გაციებაზე უარესი არაა. 

მას კორონავირუსი 25 ივნისს დაუდასტურდა. მისი პარტნიორი, 56 წლის ამანდა სპენდი ლოუენსისგან დაინფიცირდა. მან კოვიდ კლინიკას მიმართა და ის 9 ივლისს გამოწერეს.

ლოურენსის ოჯახი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მსგავსი საბედისწერო შეცდომა არ დაუშვან და აიცრან.  

კომენტარები